Quantcast
Channel: - Sasacilo Statusebi, Sasiyvarulo Leqsebi, Arasabavshvo Anegdotebi
Viewing all articles
Browse latest Browse all 386

ბარსელონას ისტორია / barcelonas istoria

$
0
0
ბარსელონა — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიისწარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა“ უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი). „ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი"არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა"გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბიაესპანეთსა და მთელს ევროპაში. კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების"რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას"გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე). კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი "ბარსელონა B"და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორისრაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში. 2006-07 სეზონის მონაცემებით "ბარსელონა"მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროსშემოსავლით.

Viewing all articles
Browse latest Browse all 386

Trending Articles